ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ ომზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ რუსებს და არა მხოლოდ ერთ შეშლილს კრემლიდან

პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს უშვებენ, უკრაინულ პოზიციებზე შტურმს ახორციელებენ, ჩვენს ტყვეებს აწამებენ და ომის მანქანას უზრუნველყოფენ რუსები და არა მხოლოდ ერთი შეშლილი კრემლში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ ომზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, რადგან „რასაც ისინი აკეთებენ არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სახელმწიფო რეპრესიების ან პროპაგანდის ძალას.
„ომი რუსული კულტურის ნაწილია. და ამიტომ, ყველა დან, ვინც აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პუტინის ნორმის მიხედვით არ აღიქვამს, არაორაზროვნად უნდა მიუდგეს უკრაინის, ს, დონბასის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინთან დაკავშირებით გაცემულ ორდერსა და ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის საკითხებს. ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა ამ 1000 დღის განმავლობაში, ვერ დაიფარება ერთი ფრაზით: „არა ომს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?