ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვაზე – ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ – რაკეტები თავად ილაპარაკებენ

დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს ფედერაციის სიღრმეში დასავლური რაკეტებით დარტყმის აკრძალვა გაუქმდა. თუმცა, ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება გამოცხადდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ.
„დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. რაკეტები თავად ილაპარაკებენ. აუცილებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ ს ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ