ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსეთი ხაზს არ იცვლის – კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა ქალაქებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. მათ მიზანში თითქმის მთელი ამოიღეს – ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, ს, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები. ზოგიერთი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. 49 ადამიანი დაიჭრა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი – ყველა მათგანი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო.
„ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით. თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად – ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!