ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, მიესალმა -ის სენატში გამართულ კენჭისყრას, რა დროსაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
„ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას ში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.
„ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქედან 61 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტს მხარი 70 სენატორმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 29 კანონმდებელი წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას