ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება

ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, -ს უკან უბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, უკან აშშ-ში ბრუნდება.
„იმედი მაქვს, რომ კონგრესი დაგვეხმარება და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმ ამერიკელებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება უკეთესი იქნება თუ ამერიკელებს მოხმარდება.
„როდესაც წარმოება უკრაინისთვის და სთან ერთად ხდება, თქვენ ასევე ამერიკელებთან ერთად აწარმოებთ. ამიტომ, მისი უმეტესი ნაწილი თქვენს შტატებში მზადდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.