ვოლოდიმირ ზელენსკი – ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს

ბოროტებას თავისი საათი აქვს და ღმერთს თავისი დღე. ერთ-ერთი აზრი, რაც ქრისტეს ისტორიაშია ჩადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებს მშვიდობა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან სურთ.
„ჩვენ ეს გვსურს სრულმასშტაბიანი ომის მთელი 1152 დღის განმავლობაში. ჩვენ ამაში ერთიანი ვართ. ყოველდღე და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანული კონფესიის უკრაინელები აღდგომას ერთსა და იმავე თარიღში აღნიშნავენ. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის და ერთად ვლოცულობთ უკრაინისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ომის დასრულება და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ისურვა.
„დაე, ბოროტების საათი დასრულდეს. სიცოცხლის დღე დადგეს. მშვიდობის დღე. უკრაინის დღე. საუკუნეზე გრძელი დღე და ჩვენ შევძლებთ ისევ ერთად შევიკრიბოთ. იმავე მაგიდასთან. მშვიდობიან აღდგომას. დაე, ეს ყველაფერი ახდეს. დაე, ღმერთი დაგვეხმაროს ამაში. მშვიდობა იყოს. დაე, უკრაინა იყოს. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი