ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ცნობით, -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბარში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღო.
„უკრაინისკენ გზაზე -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ვესაუბრეთ. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდა. მთავარი საკითხი შემდგომი კონტაქტებისა და ნაბიჯების კოორდინაციაა. მუშაობა ინტენსიურია. კონსულტაციებსა და დოკუმენტებში არსებულ პუნქტებზე მუშაობას ყოველდღიურად ვაგრძელებთ“, – წერს უმეროვი X-ზე.
ასევე, უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლებთან მუდმივ კონტაქტზეა.
„უახლოეს მომავალში კონტაქტებზე შევთანხმდით“, – აცხადებს უმეროვი.