უკრაინა რუსეთს მისი ტერიტორიის გაყოფის მეორე მცდელობის საშუალებას არ მისცემს -ამის შეხახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები რუსეთს იცნობენ და ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს.
ზელენსკის თქმით, პუტინს ახლა სურს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთისა და ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის სრული ოკუპაცია აპატიონ.
“პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა მათ დაუსხლტეს, მას სურს, ომში, მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზებაზე გაცვალოს. სურს, რომ უკვე მეორე ჯერზე მოიპოვოს ტერიტორიული ნადავლი.
მას ყირიმის წაღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია გამოიწვია. მას არ მიუღია პრევენციული სასჯელი, როდესაც ჩვენს საზღვარზე სამხედრო კონტინტენტი განალაგა – ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.
ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთის, ლუგანსკის, დონეცკის ოლქისა და ყირიმის სრული ტერიტორიის წართმევა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობის საშუალებას ჩვენ რუსეთს არ მივცემთ. ვიცით რუსეთი – სადაც მეორეა, იქაც მესამეა. ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების სანდო და მკაფიო არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული. პარტნიორები მზად არიან, ამაში დაგვეხმარონ”. – თქვა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, პუტინი ცდილობს, “სიკვდილის დასასრული მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს”.
“მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობების პაუზა, არამედ რეალური გამძლე მშვიდობა. ცეცხლის შეწყვეტა არა როდესმე მაშინ, თვეებში, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მე ასე მითხრა და მე ამას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს “მაქსიმალურად ძვირად სურს სიკვდილის შეჩერების გაყიდვა”.
“მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობებში პაუზა, არამედ რეალური ხანგრძლივი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა ოდესღაც მერე, თვეების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი ტრამპი ასე მეუბნებოდა და ამას სრულად ვუჭერ მხარს,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის “ყველა წინადადებას დაუჭირა მხარი” ჯერ კიდევ თებერვლიდან დაწყებული.
“რუსულ მხარესთან შეხვედრები უზრუნველვყავით, და უზრუნველვყავით კონსტრუქტიულად, [ტყვეებით] გაცვლები გავაკეთეთ და შემდეგს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებზე. შედეგის იმედი გვაქვს. ასევე საჭიროა შედეგი ლიდერების დონეზე – ღირსეული შედეგი, რათა ადამიანთა სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რათა მსოფლიომ შედეგს აფასებდეს და მადლობელი იყო ლიდერის, რომელიც მას მოიტანს,” – განაცხადა ზელენსკიმ.