მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში „უკრაინის ხმა“ გამოქვეყნდა და იგი ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ძალაში 17 მაისს შევა.
შეგახსენებთ, მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. გუშინ, კანონპროექტს ხელი ჯერ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერა, ხოლო შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.