ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტს გამოყოფს, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა.
„ენერგეტიკული მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. შეხვედრისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისა და ზამთარში უკრაინის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ნორვეგიაში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი დახვდა, რომელთანაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ