ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ესაუბრა.
„მათ -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დეტალები გავუზიარე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და ევროპაში ყველას გაძლიერებაა“, – წერს X-ზე.
მისი თქმით, შემდგომ ნაბიჯებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები განიხილავენ.
„ჩვენ პოზიციებს ვათანხმებთ. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროპელ ლიდერებს შესთავაზა, რომ აშშ-თან ერთად სამშვიდობო გეგმაზე იმუშაონ, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული ღაზას 20-პუნქტიანი გეგმის მსგავსი იქნება.
ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ