ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი დასრულდა – ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით ომის დასრულებისთვის „კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი დასრულდა.
ზელენსკი და ტრამპი ლიდერებს ტელეფონით ესაუბრნენ, მაშინ, როცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი ფლორიდაში უკრაინისთვის სამშვიდობო შეთავაზების განსახილველად შეხვედრას მართავდნენ.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, X-ზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ლიდერებმა ომის დასრულებისთვის „კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილეს.
სტუბმა დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მონაწილეებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ნორვეგიის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
„ჩვენ ყველანი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ვმუშაობთ“, – აღნიშნავს სტუბი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი