ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტთან აშშ-ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა მ და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა -ის მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი სრულდება, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მისაღწევად ეს მომენტი არ დაიკარგოს. ომის დასრულება ევროპაშიც შესაძლებელია და ამის მისაღწევად, როგორც აშშ-ის, ისე სხვა პარტნიორების ლიდერობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ალექსანდრ სტუბთან ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა და პოზიციები შეათანხმა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა წარმატებით შეძლო. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის სწორ ქმედებებს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. ასევე, ალექსთან ერთად რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი განვიხილეთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!