ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელი სამშვიდობოების განლაგების მომხრეა, მაგრამ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განლაგება შესაძლებელია, მაგრამ მომავალში ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა გამოირიცხოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარების განთავსების თაობაზე.
„მაგრამ მხოლოდ საფრანგეთი არ არის საკმარისი. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული ძალების განლაგება გამორიცხავს მომავალს ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპელი სამშვიდობოების იდეას მაკრონთან და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროსაც შეეხნენ.
„დავინახე, რომ ტრამპი დადებითად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ჯერჯერობით არ მოგვისმენია, რომელი კონკრეტული ქვეყნები იქნება ამ ძალებში და იქნება თუ არა მათ შორის შეერთებული შტატები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი