ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთში, 6 იანვარს „მსურველთა კოალიციის” ლიდერების შეხვედრა იგეგმება

6 იანვარს საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის” ლიდერების დონეზე შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„რუსტემ უმეროვმა ახლა შემატყობინა შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულ იქნა „მსურველთა კოალიციის” ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა გავმართოთ. მას 3 იანვარს უკრაინაში ვგეგმავთ. მას მერე მოკლე დროში საუბრები გაიმართება ლიდერების დონეზე – შეხვედრები აუცილებელია. მას 6 იანვარს საფრანგეთში ვგეგმავთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის გუნდის მათი მზაობისთვის მონაწილეობა მიიღონ ყველა ეფექტიან ფორმატში. დღეს ჩვენი გუნდები კონტაქტში იყვნენ, და ახლა რუსტემთან ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და მოლაპარაკებებში პრიორიტეტები განვიხილე. ერთ დღესაც არ ვკარგავთ. მადლობა!” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი