უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის.
ზელენსკის The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.
„მე ასე მჯერა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმციით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინა რუსული დრონებისგან დაიცვას.
ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები გამორიცხავენ გამანადგურებლების გაგზავნას ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის ცის პატრულირებისთვის – რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, სურს ამერიკელი მწარმოებლებისგან Patriot-ის 27 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეკვეთა. მანამდე, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინას ის Patriot-ები „ასესხონ“, რომელიც მათ აქვთ.




