ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ -ის პრეზიდენტი, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას მოახერხებს, ის რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, იმ ტერიტორიების გადაცემით, რომელსაც რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს.
“ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ აღნიშნა, რომ მან არ იცის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რომელ ტერიტორიას მოითხოვს.
“არ ვიცი, ვნახავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს,” – განაცხადა ზელენსკიმ.