ს განცხადებით, მზადაა, რომ ომის დასრულების შესახებ ს გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, რომ ომის დასრულების შესახებ ს გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, იმედოვნებს, რომ კვირას -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწევს.
გამოცემასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი.
ზელენსკის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები ახლავს თან, ამიტომ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ ტრამპის გეგმას დაეთანხმოს.
„გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხოლოდ ლიდერების სიტყვები მინდა დავიჯერო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.