ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„პირველ რიგში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეთ რეალურ მშვიდობამდე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ფულსა და რესურსებზე წვდომა არ ჰქონდეს“, – წერს .
მისი თქმით, „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე ისაუბრეს“.
„მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების ქვეშ არ უნდა იყვნენ. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა სიცოცხლე არ უნდა შეიწირონ. უკრაინამ ცის დასაცავად -ს სპეციალური ფორმატი შესთავაზა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობას ვუხდი. ჩვენ შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია