ს განცხადებით, -უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში მომავალ კვირაში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები მომავალ კვირას საუდის არაბეთში -ს ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
ზელენსკის თქმით, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მზად არის 24/7-ზე იმუშაოს მშვიდობისთვის პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ზელენსკი კვლავ იმეორებს ნაბიჯებს, რომელსაც განიხილავს, “როგორც პროლოგს უფრო ფართო და ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ”.
“პირველი პრიორიტეტი ცაში ცეცხლის შეწყვეტის ჩამოყალიბება და სრული კონტროლი შეიძლება იყოს (რაკეტებით, შორი მანძილის დრონებითა და ბომბებით ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეჩერება), ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტა ზღვაში, რაც შავ ზღვაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ნიშნავს, რაც უზრუნველყოფს მშვიდობიან და უსაფრთხო ნავიგაციას. ამ პირველ ნაბიჯებს როგორც პროლოგს განვიხილავთ უფრო ფართო და ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, უკრაინა მზად არის 24/7-ზე იმუშაოს მშვიდობისთვის ჩვენს პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მომდევნო ორშაბათს, დაგეგმილი ვიზიტი მაქვს საუდის არაბეთში სამეფო ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრისთვის. ამის შემდეგ ჩემი გუნდი საუდის არაბეთში დარჩება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით. როგორც აშშ-ის პრეზიდენტს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულად მუშაობას სწრაფი და სანდო მშვიდობისთვის,” – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ს მაღალჩინოსნებს თავდაპირველად გასულ თვეში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ზელენსკიმ ვიზიტი გადადო მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში 18 თებერვალს აშშ-ს მოლაპარაკებები გაიმართა. მასზე არ იყო მიწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“