ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

ს ბრძანების თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს (ერობაში ორესტ ბერეზოვსკი) უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
🔴 უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეობა მიტროპოლიტ ონუფრის სპეციალური სამსახურის მასალების საფუძველზე შეუწყდა.
💬 “უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ (ონოფრე) ნებაყოფლობით მიიღო ს მოქალაქეობა 2002 წელს. მან ამის შესახებ არ აცნობა უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს. ამავდროულად, ამის შემდეგ, მან განაგრძო ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსით სარგებლობა“, – ნათქვამია პრესრელიზში. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიტროპოლიტი ონოფრე ინარჩუნებს კონტაქტებს მოსკოვის საპატრიარქოსთან და „განზრახ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას“.
📍 სპეცსამსახური რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ადანაშაულებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში.