ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ სა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს ჩვენ მისი მომავალი გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ – და პოლონეთი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კიევში მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 13 დეკემბერს დონალდ ტუსკის მთავრობამ პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დადო ფიცი და მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული