ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 საელჩოს ხელმძღვანელები დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 საელჩოს ხელმძღვანელები დანიშნა.
ზელენსკის თქმით, დღეს დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ოფისის გუნდთან.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაასრულეს უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი და 16 ელჩის დანიშვნის შესახებ გამოაცხადეს.
ამასთან, ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, ვინ არიან ეს პირები.
„თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოქსანა მარკაროვას აცნობა მისი გათავისუფლების შესახებ. მოსალოდნელია, რომ აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩი ოლგა სტეფანიშინა გახდება.
