ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ელჩის დანიშვნის შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ თქმით, 21 ივლისის დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან.
პრეზიდენტის ინფორმაციით, მათ დაასრულეს უკრაინის ელჩების კანდიდატების შერჩევის პროცესი და 16 ელჩის დანიშვნა გამოაცხადეს. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, თუ ვისზეა საუბარი.
„თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და შედეგების შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია