ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლის ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი რომან კოსტენკო „ფეისბუქზე“ წერს.
„ეს არის ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია, მოითხოვდა ომის რეალობა. არ არის ამ კონვენციის მონაწილე და მასობრივად იყენებს ნაღმებს ჩვენი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ჩვენ ვერ დავრჩებით შებოჭილი იმ პირობებში, როდესაც მტერს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ახლა ველოდებით საკითხის განხილვას უკრაინის უმაღლეს რადაში. ამ გადაწყვეტილების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებამ საბოლოოდ უნდა დაუბრუნოს ს თავისი ტერიტორიის ეფექტური დაცვის უფლება“, – წერს კოსტენკო.
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენცია, ასევე ცნობილი, როგორც ოტავის ხელშეკრულება, კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვას და გადაცემას.