ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ფილიპინელ კოლეგას, ფერდინანდ მარკოსს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
„მადლობელი ვარ ფილიპინების უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ს აგრესიის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის, ასევე გაერო-ს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. აპირებს მიმდინარე წელს მანილაში, ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საელჩო გახსნას. განვიხილეთ პირველი გლობალური მშვიდობის სამიტი და მასში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობა. ვაფასებთ, რომ ფილიპინები მიიღებს მონაწილეობას სამიტში. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფილიპინებში ექსპორტი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებში დღეს ჩავიდა. შაბათ-კვირას კი ის სინგაპურში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ