ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების წინადადება წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები განსახილველად უმაღლეს რადას წარუდგინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2026 წლის 3 თებერვლიდან კიდევ 90 დღით გაგრძელდება.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელია მანამ, სანამ ომი არ დასრულდება, ომი კი არ დასრულდება მანამ, სანამ უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა საომარი მდგომარეობის გაუქმება ცეცხლის შეწყვეტის დროს, პრეზიდენტმა უპასუხა: „პირველ რიგში, ყველას გვსურს ომის დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუქმდება საომარი მდგომარეობა – და ეს ერთადერთი გზაა”.
„საომარი მდგომარეობა მოიხსნება იმ მომენტში, როდესაც უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ეს ომი ნამდვილად არ დასრულდება; ჩვენ ვერ შევძლებთ მისი დასრულების აღიარებას, რადგან ასეთი მეზობლის მხრიდან აგრესიის განახლების რისკი დარჩება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება