ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზეც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზაც რუსეთის დღევანდელი თავდასხმა განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სხდომაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შემდეგ ენერგიის აღდგენის, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობის საკითხები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს.
„დეტალურად, თითოეული რეგიონისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა, მობილური სახანძრო ჯგუფები, ასევე საინჟინრო დაცვა გავაანალიზეთ. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – წერს „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს