ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
„მას აქვს 27 წელზე მეტი ხნის სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის “აღმოსავლეთის” ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს”, – აღნიშნავს უმეროვი.
ამასთან, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარგილევიჩი კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ამოცანაა, სამხედრო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება.