ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესდათ.
„დღევანდელი სანქციები პუტინის სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებსა და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ძარცვაში მონაწილე პირებს მოიცავს. ასევე, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ რუსული გამომცემლობების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ მსოფლიოში აგრესიას ამართლებენ და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა