ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი კისლიცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის პირველ მოადგილედ დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის პირველ მოადგილედ დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე, მინისტრთა კაბინეტმა კისლიცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, რომ ახალ თანამდებობაზე კისლიცა მოლაპარაკებების გზაზე გააგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ სერგეი კისლიცა სამშვიდობო პროცესში და -ის წარმომადგენლებთან შეხვედრებში ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელია უკრაინის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!