ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონების შესაბამისად, ში საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, გასულ თვეში, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი უკრაინის რადას 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ