ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რუსტემ უმეროვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის 18 ივლისის განკარგულებაში.
ამასთან, კიდევ ერთი განკარგულებით, ზელენსკიმ ალექსანდრ ლიტვინენკო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, უმეროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის 6 სექტემბრიდან მსახურობდა და ის გუშინ ყოფილმა პრემიერმა, დენის შმიგალმა ჩაანაცვლა. ლიტვინენკოს კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა 2024 წლის 26 მარტიდან ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია