ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები, რომლებიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილებების დამტკიცებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტებით პრეზიდენტი უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?