ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტების პაკეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირებას, რაც ნიშნავს უკრაინის სრულ გაწევრიანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახდენს რომის სტატუტის რატიფიცირებს ცალკეული განცხადებით, რომლის მიხედვითაც, რატიფიკაციის კანონის ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებთან მიმართებაში რომის სტატუტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
უკრაინული მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს დებულება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ უკვე მიანიჭა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი 124 სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული. უკრაინამ რომის სტატუტს ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს რატიფიკაციის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?