მ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა მ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის „ფეისბუქ“ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შევხვდი კირილ ბუდანოვს და შევთავაზე მას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. ამ დროს ს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ ამოცანების შესრულებას მოემსახურება“, – წერს ზელენსკი.
მისი განცხადებით, ბუდანოვს აქვს საჭირო გამოცდილება ამ სფეროებში და საკმარისი ძალა შედეგების მისაღწევად.
„ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული საფუძვლები, ასევე შემდგომი ნაბიჯები“, – წერს ზელენსკი.