ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სერგეი ლისაკი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განკარგულებები ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნისა და მის ხელმძღვანელად სერგეი ლისაკის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ლისაკის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს დროებით მისი მოადგილე, ვლადისლავ გაივანენკო შეასრულებს.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ მერის რუსული პასპორტი გახდა.
თავად ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა, რეგულარულ შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა, რომელიც „ფრონტის ხაზის რეგიონებსა და სამხრეთში რუსული სადაზვერვო ქსელებისა და კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ ბრძოლას“ ეხებოდა. „ასევე დადასტურებულია გარკვეული პირების ს მოქალაქეობა და მათთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადებულია. განკარგულებას ხელი მოეწერა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.