ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრს „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, – ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამ” არხზე წერს.
„ძალიან ნაყოფიერად განვიხილეთ გეგმის ყველა ასპექტი. მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები და ჩვენი ურთიერთობები მის უახლოეს პარტნიორებთან ისე, რომ შევქმნათ აუცილებელი პირობები, აუცილებელი სამართლიანი ატმოსფერო სამართლიანი დიპლომატიისთვის”, – აცხადებს ზელენსკი.
მან იტალიის პრემიერს უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული დახმარებისთვის – უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც სიცოცხლის გადამრჩენია ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში”, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ჯორჯია მელონისთან შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალი პაკეტის მომზადების საკითხიც განიხილა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩასვლამდე ლონდონსა და პარიზს სტუმრობდა. უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა, პარიზში კი მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ზელენსკის დღეს ვატიკანში ფრანცისკე მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი ის ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ