ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ხარჯების 324.7 მილიარდი გრივნით გაზრდის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების 324.7 მილიარდი გრივნით (დაახლოებით 7.7 მილიარდი დოლარი) გაზრდას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილებები გუშინ დაამტკიცა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის განმარტებით, რესურსი დაფარავს წლევანდელ პრიორიტეტულ საჭიროებებს. მათ შორის: 156 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიყოფა სამხედრო პერსონალისთვის ფულადი დახმარებისა და დამატებითი ანაზღაურებისთვის, 108 მილიარდ გრივნამდე დაიხარჯება სამხედრო ქვედანაყოფების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის, კერძოდ, დრონების შეძენაზე, თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გამოყოფილი რესურსი ასევე დააფინანსებს სამხედროებისა და მათი ოჯახების მიმართ სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების შესრულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ