ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.
ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ხუთშაბათს, 2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა შეათანხმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა აგრემანისთვის [თანხმობისთვის]”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ყოფილი ელჩი ვადიმ პრისტაიკო პოზიციიდან 2023 წლის ივლისში დაითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან