ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესის შესახებ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო პროცესის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ მელონის პრესსამსახურმა და უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში განაცხადეს.
საუბრის დროს ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების ახალი ტალღის ფონზე და ზელენსკის აცნობა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად მარაგი გაიგზავნება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუბრის დროს მათ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგები და მომავალი პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.
მელონიმ, თავის მხრივ, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)