ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ კარნიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
ინფორმაციას კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ყურადღება გავამახვილეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაზე, რათა მან კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების ცენტრში იყოს. კანადა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს მარკ კარნი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები