უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანატოლი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა ვაშინგტონში იმყოფებიან, რათა პარტნიორებთან ერთად გამარჯვების გეგმის დეტალები განიხილონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მე ასევე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, იყო მოხსენება პოკროვსკის მიმართულებაზე. მთავარსარდალი, სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ კვირას ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს გამარჯვების გეგმის დეტალებზე – გეგმის სამხედრო პუნქტებსა და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე. ვაშინგტონში გავაგზავნე ჩვენი წარმომადგენლები – გენერალური შტაბის უფროსი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი სტეფანიშინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ზელენსკიმ გამარჯვების გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.