ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა მ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ Telegram-ზე განაცხადა.
„დღეს მე გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დავნიშნე, რათა, მომავალში უკრაინის საბრძოლო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველად და ეფექტურად განვითარდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც UNIAN იტყობინება, კრივონოჟკო ადრე საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
2024 წლის 30 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი. ბრძანებულებაში თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები არ იყო მითითებული.