ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ოლგა სტეფანიშინა აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
„აღნიშნულ თანამდებობაზე ოლგა აშშ-თან ჩვენს ურთიერთობებში წინსვლის ტემპის შესანარჩუნებლად იმუშავებს, მაშინ, როდესაც ვაშინგტონში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ყველა საჭირო პროცედურა მიმდინარეობს“, – წერს X-ზე.
ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებს ტოვებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია