ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, -ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“წარვადგინე “გამარჯვების გეგმის” საკვანძო პუნქტები, რომელსაც შეუძლია მშვიდობისკენ გზაზე გაგვაძლიეროს. ამ ომისგადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. ნამდვილად ძლიერი ზეწოლა და უკრაინის ძლიერი პოზიციები გვჭირდება”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესმენებთან მან ასევე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის უკრაინის მომზადების საკითხი განიხილა.
“თავისუფლება ორპარტიულ მხარდაჭერასა და შეერთებული შტატების გამბედაობას ეყრდნობა. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის აშშ-ს, რომელიც ჩვენი ადამიანების სიცოცხლესარჩენს და ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში გვეხმარება,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ