მ ალენ დელონი ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი “უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის” ორდენით დააჯილდოვა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს.
“ეს არის უკიდურესად იშვიათი და უპრეცედენტო ჟესტი უცხოელის მიმართ” – ამბობს ომელჩენკო.
როგორც საელჩოში ამბობენ, 88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან ს საჯაროდ უჭერს მხარს.
2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული მედიის შეხვედრაში. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის დელონს მადლობა გადაუხადა:
“მე არასდროს ვყოფილვარ თქვენსავით ბრწყინვალე მსახიობი. ჩემთვის ყოველთვის ავტორიტეტი, დიდი მსახიობი იყავით”.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”