ვოლნიანსკის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა-უკრაინის ხელისუფლება

რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიის მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი და დაიჭრა ათი. ზაპოროჟიის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, მაღაზია და საცხოვრებელი კორპუსები.
დღეს დღის პირველ ნახევარში ს ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ 29 ივნისის ღამეს „უკრაინული კოპტერი“ თავს დაესხა საცხოვრებელ კორპუსს კურსკის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია კონკრეტული ცნობა კურსკის რაიონშიც დრონების განადგურების შესახებ. სააგენტო წერს, რომ ორი დრონი ღამით ჩამოაგდეს ტვერის რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში, თითო ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ