“ვოლკანოვსკი თუ თოფურია?” – რონალდომ არჩევანი გააკეთა

18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში წარმატება უსურვა.
“წინ ჩემპიონო” – დაწერა რონალდომ ტვიტერზე.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ქართველ მებრძოლს ისეთი სპორტსმენები უჭერენ მხარს, როგორებიც იკერ კასილასი და სერხიო რამოსი არიან.
შეგახსენებთ, თოფურიას MMA-ის სხვადასხვა ორგანიზაციაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა ილიას გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მეტოქეს ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 29 ბრძოლიდან 26-ჯერ გაიმარჯვა და 3-ჯერ კი დამარცხდა.