ვოლიდიმირ ზელენსკი – კურსკში რუსები ჩვენი პოზიციების უკან დახევას შეეცადნენ, მაგრამ ხაზებს ვიცავთ

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ უკრაინული მხარე ახერხებს თავდასხმების მოგერიებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„იყო ს მხრიდან ჩვენი პოზიციების უკან დახევის მცდელობები, მაგრამ განსაზღვრულ ხაზებს ვიცავთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ პოკროვსკის მიმართულებით პოზიციების დაცვის კუთხით დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, სადაც რუსები სასტიკ ქმედებებს ახორციელებენ, რთული პირობებია.
“ზოგადად, დონეცკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებები ძალიან მძიმე პირობების, მტრის სასტიკი ქმედებების წინაშეა, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფების მედეგობა გადამწყვეტია. სწორედ ჩვენს მედეგობაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია